გიგი წერეთელი- ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება გაუგებარი მიზეზით, მიუღებელია

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” ფრაქციის თავჯდომარე მთავრობის გადაწყვეტილებით “სუფთა სახლის” ობიექტების დახურვას სოციალური ქსელით ეხმაურება

“მე არ ვიცი ვისია ეს ქსელი და რა ბიზნეს-ინტერესები არსებობს, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება, ამ სიტუაციაში ცუდია, თან წესიერი ახსნა-განმარტების გარეშე…

ახლა, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ჯანდაცვის მიმართულებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის გადარჩენა, ბიზნესისა და უმუშევრად, უსახსროდ დარჩენილი ხალხის დახმარება. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად, საგანგებო ზომების შერბილება.ეს , ბუნებრივია, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ხდება.

ბევრ ქვეყანაში, სადაც შეუდარებლად მძიმე ვითარებაა საქართველოსთან და ასევე შეუდარებლად მეტი მატერიალური დახმარება აქვს მოსახლეობას, უკვე ფიქრობენ ნელნელა გახსნან ნაწილი დახურული საწარმოების თუ სავაჭრო ობიექტების,სადაც ასევე დაცული იქნება ყველა პრევენციული რეკომენდაცია.

იტალიასა და ესპანეთშიც კი, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, აპირებენ ამ მიმართულებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს გრაფიკის მიხედვით.

ჩვენთან , პრაქტიკულად ყველაფერი დაკეტილია და მძიმე ვითარებაში მყოფი მოსახლეობაც დახმარების მოლოდინშია. ამ ფონზე, მაგალითად, ერთერთი დიდი ქსელის ყველა ობიექტის დახურვა და ამდენ უმუშევარ ადამიანს კიდევ 1200- მდე უმუშევრის დამატება რატომ ხდება? აღარაფერს ვამბობ, “დარჩი სახლში”-ს პირობებში რამდენად მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის იქვე ახლოს, ძალიან საჭირო პროდუქციის შეძენა უბნის მაღაზიაში, თანაც წესების მკაცრი დაცვით.. (მე რაც მინახავს პირადად)

თუ ეს კორონავირუსის შემთხვევას ეხება, ამის მოვლა შეიძლება ყველაფრის დაკეტვის გარეშეც, თუ რამე სერიოზული საფრთხეა, უთხრან ხალხს, ამ მაღაზიებში ხომ ბევრი ადამიანი დადიოდა?!” – წერს გიგი წერეთელი

banner
წინა სტატიაშიმეუფე გერასიმე: მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია: რეგიონში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს – მადლობა ექიმებს