ზვიად შალამბერიძე: დაახლოებით 70 ეკლესიაში გახმოვანების სისტემები დავამონტაჟეთ, რომ მრევლმა წირვას ეზოებში მოუსმინოს

რამდენიმე კვირის წინ იმერეთის მასშტაბით დაახლოებით 70 ეკლესიაში გახმოვანების სისტემები დავამონტაჟეთ, რომ მრევლმა წირვას ეზოებში მოუსმინოს, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალური კეთდება, რომ სოციალური დისტანცია დაცული იყოს ყველგან.

“შევიმუშავეთ სტანდარტი, როგორ უნდა დაიცვან დისტანცია და როგორ უნდა დადგნენ ეკლესიაში ყოფნის დროს. ვცდილობთ, სოციალური დისტანციის დაცვას, იქნება ეს ეკლესია თუ მის გარეთ და ამას ბზობას, აღდგომასაც და სხვა დღესასწაულებზეც გავაკეთებთ“, – განაცხადა შალამბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: რეგიონში პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს – მადლობა ექიმებს
შემდეგი სტატიატოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა COVID-19-ის დროს-ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს