ალეპოში “სიჩუმის რეჟიმი” ამოქმედდა

ალეპოში

13დღეს, 16 ივნისს, ალეპოში სიჩუმის რეჟიმი შემოიღეს – ამის შესახებ სირიის რუსული ცენტრი ავრცელებს.
“რუსული მხარის ინიციატივით, შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად და სტაბილიზაციის დასამყარებლად, ქალაქ ალეპოში 48 საათის მანძილზე “სიჩუმის რეჟიმია” გამოცხადებული” – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ჯაბხატ ან-ნუსრის” ტერორისტები რეჟიმს არ ექვემდებარებიან.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ალეპოში კონტროლის დასამყარებლად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს სირიის ეროვნული არმიის მიერ, რომელსაც რუსული ავიაცია უჭერს მხარს.
27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიბოკერია- მარგველაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში
შემდეგი სტატიაკოსოვოელმა ჰაკერმა აღიარა, რომ ამერიკელი სამხედროების მონაცემები ტერორისტებისთვის მოიპარა