კოსოვოელმა ჰაკერმა აღიარა, რომ ამერიკელი სამხედროების მონაცემები ტერორისტებისთვის მოიპარა

კოსოვოელმა ჰაკერმა აღიარა, რომ ამერიკელი სამხედროების მონაცემები ტერორისტებისთვის მოიპარა

14კოსოვოს მოქალაქემ, არდიდ ფერიზმა აღიარა, რომ აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეების და სახელმწიფო ჩინოვნიკების მონაცემები მოიპარა იმისთვის, რომ ისინი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელწმიფოსთვის” გადაეცა – ამის შესახებ მან ვირჯინიაში გამართულ სასამართლოზე განაცხადა – The Washington Post-ი წერს.
21 წლის მამაკაცის თქმით, მას ესმოდა, რომ ტერორისტები ამ მონაცემებს ხალხზე თავდასხმისთვის გამოიყენებდნენ. “არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს. ამ წუთამდე არ მესმის, რატომ ჩავიდინე”- განაცხადა ფერიზმა, რომელიც ინტერნეტში ცნობილია კოდით Th3Dir3ctorY.
“ისლამური სახელმწიფოსთვის” მონაცემების გადაცემის გარდა, ახალგაზრდა მამაკაცი ტერორისტების ფინანსურ მხარდაჭერაშია ბრალდებული”. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სავარაუდოდ, დამნაშავეს კოსოვოში დააბრუნებენ.

banner
წინა სტატიაშიალეპოში “სიჩუმის რეჟიმი” ამოქმედდა
შემდეგი სტატიაყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს