Airbus 320-ის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია

მაშველები Airbus 320-ის კატასტროფის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ნაპოვნია ერთი შავი ყუთი. სპეციალისტები მეორე ყუთს და პილოტის კაბინის ჩანაწერებს ეძებენ, რომელიც გამოძიებას კატასტროფის გამომწვევი მიზეზის დადგენაში უნდა დაეხმაროს.

უკვე დადასტურებულია, რომ 144 მგზავრს შორის 67 გერმანელი და 45 ესპანელი იმყოფებოდა. მათ გარდა, ბორტზე იყვნენ ავსტრალიის, თურქეთის, დანიის, ჰოლანდიის, ბრიტანეთისა და ბელგიის მოქალაქეებიც.

პილოტებს სადისპეტჩეროსთვის პრობლემების შესახებ არ უცნობებიათ. ლაინერის ტექნიკურ გაუმართაობას ავიაკომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ. თუმცა ცნობილია, რომ წინა დღეს თვითმფრინავმა ტექნიკური დათვალიერება გაიარა და ერთი შასი შეაკეთეს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: პირველადი მონაცემები დაფიქრების საფუძველს იძლევა
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: ეს ნინო გვენეტაძის ღირსებაზე მეტყველებს