“აიცრება ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის”

“როდესაც შემოვა “ასტრაზენეკას” ძირითადი დოზები, ვისაც დასჭირდება მეორე დოზა, აიცრება”, – ამის შესახებ NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო “ასტრაზენეკას” ახალ დოზებს ელოდება.

“გაგრძელდება აცრები “ასტრაზენეკას” ვაქცინით, ამ დღეებში შემოვა “ასტრაზენეკას” დამატებითი დოზები, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით და ყველა ადამიანი, რომელსაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის აიცრება”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრი: რეგიონებში ვაქცინაციისთვის ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა იქნება მობილიზებული
შემდეგი სტატიავაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი