ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციისთვის ადგილის დაჯავშნა ხვალიდან იქნება შესაძლებელი.

„მოგიწოდებთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსახლეობას, რომ ჯავშნები გაიხსნება ხვალიდან. იაქტიურონ, ორ კვირაზე იქნება ჯავშნები გახსნილი. დავაკვირდებით აქტიურობა როგორი იქნება, შემდეგ გაიხსნება მთელი თვისა და მთელი ზაფხულის განმავლობაში. ვიწყებთ „სინოფარმით“, შემდგომ დაემატება „სინოვაკი“ და „ფაიზერი“.

იქნება ბრიგადები, როლებიც ცრიან „ასტრაზენეკაზე“, რომლებიც აცრიან „სინოვაკსა“ და „სინოფარმზე“. ამ ზაფხულის განმავლობაში ჩვენ აცრები გვექნება ოთხი ვაქცინით, პარალელურ რეჟიმში, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. ყველას მეტი ყურადღება, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეული ჩვენგანს აქვს, რომ აცრებმა უნდა დაამთავროს პანდემია, ყველა ერთად უნდა შევეცადოთ, რომ ამ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაში“აიცრება ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის”
შემდეგი სტატია“ჩვენი ექიმები ვალდებული არიან, გაითვალისწინონ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები”