აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობებისას ასობით პირი დაშავდა

იერუსალიმში არეულობებისას ასობით პირი დაშავდა

10 მაისს, აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინელებსა და ებრაელ სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას ასობით ადამიანი დაშავდა, 50-მდე საავადმყოფოშია გადაყვანილი – პალესტინის “წითელმა ნახევარმთვარემ” გაავრცელა. პალესტინელმა დემონსტრანტებმა ისრაელის პოლიციას მეჩეთ “ალ-აკსთან” ქვები დაუშინეს. პოლიციამ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა – “დოიჩე ველე” წერს.

ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი უწყება “ექსტრემისტებს” საზოგადოებისათვის საშიში მოქმედებების უფლებას არ მისცემს. შეტაკება მოხდა ებრაელების მიერ დაგეგმილ მარშამდე რამდენიმე საათით ადრე, რომელიც 1967 წლის ომის დოს აღმოსავლეთ იერუსალიმის დაპყრობას ეძღვნებოდა. ამ დღეს ისრაელსში იერუსალიმის დღეს აღნიშნავენ. პალესტინელები თვლიან, რომ იერუსალიმი მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.

banner
წინა სტატიაშიმელია: თუ რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე
შემდეგი სტატიაპანდემიას ესპანეთში ქართველი ბინის ქურდების აქტიურობისთვის ხელი არ შეუშლია