ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპზე: შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება

“შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება.შენ არ იცავ ქვეყანას”, – წერს კონგრესმენი, ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპზე.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი: მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ
შემდეგი სტატიაშობა-ახალ წელს ულოცავს თანამემამულეებს ჯემალ გამახარია