შობა-ახალ წელს ულოცავს თანამემამულეებს ჯემალ გამახარია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2021 02:30

შობა-ახალ წელს ულოცავს თანამემამულეებს ჯემალ გამახარია

დადგა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – შობა იესო ქრისტესი!
ყოვლადწმინდა მარიამმა შვა ძე ღმრთისა, რომლის სუფევას არ აქვს დასასრული. ქრისტიანული სარწმუნოება, უფალი იესო ქრისტე ქადაგებს სიკეთეს, სამართლიანობას, მოყვასის სიყვარულს, ერთგულებას, პატიებას და სინანულს ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილ ცოდვათა გამო. იგი მოწყალეა და შემწე გაჭირვებაში მყოფი ყოველი ადამიანის და მფარველია სიხარულის, ბედნიერების.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს, იძულებით გადაადგილებულ თითოეულ პირს; ღვთიური რწმენის ერთგულებას, სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას, ყოველი განსაცდელის გამარჯვებით დაძლევას, წარმატებებს და უფლის შეწევნას უსურვებს ყველას პირადი და ქვეყნის ბედნიერი მომავლის, ჩვენი სამშობლოს გაერთიანების უზრუნველსაყოფად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 7, 2021 02:30