ჯო ბაიდენი: მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ

„ეს არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ ის ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, ახლავე. ის, რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ეს არის ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ. პრეზიდენტის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი, თუ კარგი პრეზიდენტია. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შთაგაგონებს, უარეს შემთხვევაში წაგაქეზებს“, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა

ბაიდენმა მოუწოდა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელევიზიით სიტყვით მიმართოს, დაიცვას კონსტიტუცია და მოითხოვოს ალყის დასრულება.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიწარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი დონალდ ტრამს მიმართავს
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი დონალდ ტრამპზე: შენ დასრულებული ხარ და შენი მემკვიდრეობა საშინელება იქნება