735 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 334 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ახალი კორონავირუსის 16 888 აქტიური შემთხვევიდან 735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 368 თბილისში მკურნალობს. აჭარაში – 118, იმერეთში – 162.

აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 334 ინფიცირებული იმყოფება, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31.

3 280 ადამიანია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

15 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 79 678 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ COVID 19-ის 16 888 აქტიური შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 354, აჭარაში – 410, იმერეთში – 398
შემდეგი სტატიანეძვის აღკვეთილის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა