ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილის რეინჯერი, თეიმურაზ ლომიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის მიერ რეინჯერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“რეინჯერი თეიმურაზ ლომიძე 2006 წლიდან მუშაობდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. იგი საკუთარი საქმის მცოდნე, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და თავდადებული შრომით გამორჩეული თანამშრომელი იყო”. – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში735 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 334 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიადავით მუჯირი – მე არა გულშემატკივრები, არამედ, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები ვიგულისხმე