7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა

region
ავტ.: region ივლისი 18, 2019 18:07

7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა

7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა.

დღეს, საქმის არსებითი განხილვა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევითა და მოწმეთა დაკითხვით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა დაცვის მხარის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოზე სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა. მისივე განცხადებით, სხვა საქმეზე, სადაც ის ასევე ადვოკატია, მისგან დამოუკიდებლად ჩაინიშნა სასამართლო სხდომა და დროში დამთხვევის გამო, მოითხოვა სხდომის გადადება. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 7 ნოემბრის საქმის განხილვა 11 სექტემბერს 16:00 საათთისთვის გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საქმეში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილისთვის კვლავ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე გირაოს მოითხოვდა. საქმის მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განაცხადა, რომ ის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, არ შეცვლილა, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბრალდებულებს კვლავ წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს.

region
ავტ.: region ივლისი 18, 2019 18:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics