,, სულ მალე რუსთავი 2-ის ადგილას მორიგი ”ბიძინვიზია” გაჩნდება”-რომან გოცირიძე

,,რუსთავი ორი იყო დამოუკიდბელი საქართველოს თითქმის თანატოლი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უდიდესი ფაქტორი. სტრასბურგის სასამართლოს ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილებით ქართული მედიის ფლაგმანს ანადგურებენ. სულ მალე მის ადგილას მორიგი ”ბიძინვიზია” გაჩნდება. რუსთავის ჟურნალისტები და მთელი კოლექტივი არის ევროპული ყაიდის პროფესიონალთა გუნდი. დიდი საცოდაობაა, რომ ასეთი ადამიანური სიმდიდრე ერთი ხელის დაკვრით მოშალო. ციფრულ დროში ვცხოვრობთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სულ მალე ვიხილავთ ამ ადამიანებს ახალ ეკრანებზე.
ივანიშვილისთვის კი ეს ნამდვილად არის პიროსის გამარჯვება, ისეთი გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია.
რაც შეეხება რუსთავი ორს, ის აუცილებლად დაუბრუნდება მის კანონიერ მფლობელებს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი სასამართლო. ეს დრო კი შორს არაა.”-წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშისაჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაარეგისტრირა
შემდეგი სტატია7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა