გიგა ბოკერია – „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში ყოფილა გადაწყვეტილებები, რომელიც სამოქალაქო თავისუფლებისთვის არ შეფასდა ისტორიის შემდეგ, როგორც საუკეთესო, რომელიც შემდეგ შეიცვალა.

„სწორი გადაწყვეტილებაა, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას დიდი პალატაში გაასაჩივრებს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ივანიშვილის გუნდს მოვუწოდო, კიდევ ერთი მძიმე შეცდომა არ დაუშვან და მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რაც არსებობს ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის, მათშორის, რომელიც გენერალურ დირექტორ გვარამიას ეხება, არ შეეხონ. ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ახლა ამ გამარჯვებით რაც მათ გონით, რომ გამარჯვებაა, შეცვლიან იმ ტალღას, რაც ქვეყანაშია. პირიქით, მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებენ და რისკებს გაზრდიან. თვითონ ამით პოლიტიკურად ვერ გადარჩებიან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატია,,დაუტოვეთ ქიბარს ის ქაღალდის ფურცელი და ააწყოს ტელევიზია”-თინა ხიდაშელი