10 ათას დოლარამდე ყალბი ფულის გასაღებისთვის სუს-მა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, საქართველოში დროებით მცხოვრებმა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებმა 2024 წლის 14 მარტს უკანონოდ გაასაღეს ყალბი 9 600 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა ბრალდებულის სახით მათი დაკავება.

“გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიარა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის – გვარამია