სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც – გია ვოლსკი

ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტს ურჩევს, ბოლშევიზმზე მან ნაკლებად ისაუბროს.

“საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ბოლშევიზმზე ნაკლებად ვისაუბრებდი. შეიძლება შენ თავს დაარქვა ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მაგრამ რეალურად შენი საქმით იყო ისეთ პარტიულ თუ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ელემენტებს შეიცავენ თავის მოქმედებებსა და პოლიტიკაში. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით, მგონი, არასწორი წარმოდგენა აქვს.

რაც შეეხება ანსამბლის უკან გაბრუნებაში სუს-ის ჩართულობას, ეჭვი მეპარება. საერთოდ, ეს ცრუპენტელობა ახასიათებს ზოგიერთს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას კულტურულ ბოლშევიზმში ადანაშაულებს. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი ფოლკლორული ანსამბლისთვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ ღონისძებაში მონაწილეობის შეზღუდვას. მთავარსარდალი იტყობინება, რომ აჭარიდან დედაქალაქისკენ მომავალი მოცეკვავეები გზიდან გააბრუნეს.

banner
წინა სტატიაში“ფიქტიური პრეზიდენტის ფანტაზიები” – მათიკაშვილი ზურაბიშვილის განცხადებაზე
შემდეგი სტატია10 ათას დოლარამდე ყალბი ფულის გასაღებისთვის სუს-მა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები დააკავა