რა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის – გვარამია

“რა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის…”, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ვიდეოს ეხმაურება.

“შოკირებული ვარ და უმძიმესი განცდით ვუყურებ ამ ვიდეოს. რა უქნეს ახალგაზრდა კაცს, მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ბრიფინგი ჩაეტარებინა საარჩევნო მიზნებისთვის. წლები ყავდათ ციხეში ყალბი საქმით და ჯანმრთელობაც გაუნადგურეს!

გიორგიმ უნდა გაუძლოს და დადგეს ფეხზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, და ამით საბოლოოდ დაამარცხოს ბოროტი სისტემა! აუცილებლად ასე იქნება, მჯერა!” – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით 14 თებერვალს გათავისუფლდა. მას ე.წ. ციანიდის საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის თებერვალში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით და “ციანიდის” გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის, მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაში10 ათას დოლარამდე ყალბი ფულის გასაღებისთვის სუს-მა ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეები დააკავა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში სტიქიით დაზარალებულთა კომპენსირების პროცესი მომავალ კვირას დასრულდება