„უნდა ეახლო პუტინს და უთხრა – აბა, დიდო მეფეო, რას გვიბრძანებ, როგორ მოგემსახუროთ?“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრის, დავით ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ რუსეთზე ზემოქმედებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება უნდა მოახდინოს.

როგორც ზურაბიშვილმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, რუსეთის ქმედებებზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მკაფიო, მკაცრი და ერთიანი უნდა იყოს.
„რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტზე ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს მკაფიო, ერთიანი და ცალსახად მკაცრი. საქართველოს ტერიტორიაზე ბანერის დარჭობა თუ მავთულხლართის გავლება, არის რუსეთი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი ფაქტი, რასაც ძალიან მკაცრი რეაგირება სჭიდრება. რუსეთის მხრიდან მსგავსი ფაქტები პერიოდულად ხორციელდება სხვადასხვა ადგილას, ყოფილი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც მიზნად ისახავს, პროვოცირების გამოწვევას. აღნიშნული ქმედებები რუსეთის მიერ ხორცილედება, მას შემდეგ, როგორც კი საქართველო ევროატლანტიკური მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს “, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარების გარეშე, ნორმალური ურთიერთობა ვერ ექნება.
„საქართველოს ხელისუფლებას რუსეთზე ზემოქმედების ერთადერთი ბერკეტი გააჩნია, როგორიცაა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება და მათი ინფორმირება, რათა მათ რუსეთზე ზეწოლა მოახდინონ. მეორე ბერკეტია: უნდა ეახლო პუტინს, რაც ქალბატონმა ბურჯანაძემ გააკეთა და უთხრა – აბა, დიდო მეფეო, რას გვიბრძანებ, როგორ მოგემსახუროთ და როდის მოიღებთ მოწყალებას? მესამე – უბრალოდ არ არის. საქართველოს მხრიდან კი დიალოგის და მოლაპარაკების მზაობა, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტებს ჩვენ იოლად შევხედავთ, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარების გარეშე, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ვერ იქნება“, – აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.
banner
წინა სტატიაშისაქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმაში “გლობალ ალიანსი” დაეხმარება
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური – ხელისუფლებას საქართველოს ღირსების დაცვა არ შეუძლია