ნუგზარ წიკლაური – ხელისუფლებას საქართველოს ღირსების დაცვა არ შეუძლია

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შეწყვიტოს.
როგორც წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი ქვეყნის ღირსება დაიცვას.
,,ეს ყველაფერი არის ივანიშვილის კაპიტულანტური ურთიერთობის შედეგი რუსეთთან. გუშინ იყო აბაშიძე-კარასინის შეხვედრა და დღეს უკვე ვიღაც გაზაევი რუს სამხედროებთან ერთად შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ჟურნალისტებს, საქართველოს მოქალაქეებს. ქართული სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ეროვნული ღირსება და ჩვენი მოქალაქეები. სრულიად ნათელია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საფრთხე ექმნებათ არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ქართულ სახელმწიფოს. ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს ღირსების დაცვა. რაც უფრო მალე დასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა, მით უფრო მალე შეძლებს საქართველო დაიბრუნოს ღირსება”-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში„უნდა ეახლო პუტინს და უთხრა – აბა, დიდო მეფეო, რას გვიბრძანებ, როგორ მოგემსახუროთ?“
შემდეგი სტატია“კრიმინალი ოლიგარქის მმართველობა გადაიზარდა ტერორისტულ სტადიაში,“ – შალვა ნათელაშვილი