უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე ავრცელებს.

“ჩემი მეგობარი გია გეწაძე დაინიშნა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ. ის ამ მაღალ თანამდებობაზე ილიაუნის იურიდიული ფაკულტეტის დეკანობიდან გადადის და მანამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა ჩემს მთავრობაში. გია ჩემი თანამოაზრე და მთელი ეს წლები ჩემი ახლო მრჩეველი იყო. ბოლო უკრაინულ მოვლენებშიც ერთად ვმონაწილეობდით. ის უკრაინაში ჩვენი ყოფილი თანამშრომლების მთელ გუნდთან ერთად ინიშნება და უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარება დაევალება. ჩვენ წინასწარ განვიხილეთ ეს გადაწყვეტილება და იმ დასკვნამდე მივედით, რომ უკრაინის წარმატება უფრო სწრაფად დააძლევინებს დროებით სიძნელეებს ჩვენს ქვეყანასაც. ერთი ისაა დასანანი, რომ საქართველო, არა მხოლოდ მართვის საუკეთესო სპეციალისტებს, არამედ დროსაც კარგავს.
მომწონს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – თუ საქართველოში მშვიდობა არ იქნება, მშვიდობა ვერ დამყარდება ვერც კავკასიაში
შემდეგი სტატია“შარლი ებდოზე” განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ალ ქაიდას” დაჯგუფებამ აიღო