“შარლი ებდოზე” განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ალ ქაიდას” დაჯგუფებამ აიღო

პარიზში, ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციაზე განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა “ალ ქაიდას” დაჯგუფებამ აიღო.

France 24-ის ცნობით, ამასთან დაკავშირებით იემენის “ალ ქაიდას” ლიდერმა ინტერნეტში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ “შარლი ებდოზე” თავდასხმა მათ განხორციელეს.
7 იანვარს, სატირულ ჟურნალზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის რედაქტორი და კარიკატურისტები.

“შარლი ებდოს” ახალი ნომერი დღეს გაყიდვაში 3-მილიონიანი ტირაჟით ექვს ენაზე გამოიცა. ჟურნალის გარეკანზე წინასწარმეტყველი მუჰამედია გამოსახული, რომელსაც ხელში უჭირავს ქაღალდი, წარწერით “მე ვარ შარლი”. კარიკატურის ზემოთ კი წარწერაა – ყველაფერი მიტევებულია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლებზე მთავრობის დასწრება საჭირო არ არის