ირაკლი ღარიბაშვილი – თუ საქართველოში მშვიდობა არ იქნება, მშვიდობა ვერ დამყარდება ვერც კავკასიაში

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემა Leaders-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებისადმი ერთგულებას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კონგრესში და აშშ-ის ადმინისტრაციაში ამერიკელ ლიდერებთან, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და დასავლეთთან დაახლოებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მან კარგი ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ჟურნალ Leaders-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად შეცვალა მიდგომა რუსეთთან.
“ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული, რაციონალური და კონსტრუქციული პოლიტიკა რუსეთთან. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ გვინდა დაძაბულობის დეესკალაცია და ახალი კონფლიქტის თავიდან არიდება. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებიდან ინვესტორების მოსაზიდად. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ჩვენ ვართ საიმედო, პროგნოზირებადი მთავრობა, მტკიცე ლიდერებით სათავეში, რომელსაც მშვიდობა და სტაბილურობა სურს. თუ საქართველოში მშვიდობა არ იქნება, მშვიდობა ვერ დამყარდება ვერც კავკასიაში, რაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დანარჩენ მსოფლიოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიაუკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ გია გეწაძე დაინიშნა