ტარანტინომ რასიზმზე ბრალდებას უპასუხა

კვენტინ ტარანტინომ მწერალ ბრეტი ისტონ ალისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები რასობრივ არაპოლიტკორექტულობასთან დაკავშირებით, მას საერთოდ არ აღელვებს. “ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ დიდ ინტერვიუში ის პირველად შეეხო ამ თემას და მას არც ერთხელ არ დაბრუნებია.

“თუკი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე თქვენ შავი კულტურის კრიტიკოსად მუშაობდით, ესე იგი აუცილებლად გქონდათ ჩემთან საქმე” – თქვა ტარანტინომ. “თქვენ გარკვეული აზრი უნდა გქონდეთ ჩემთან მიმართებაში. თუკი, ჩემს მიმართ გამოთქმულ ყველა კრიტიკულ გამოხმაურებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მომხრეებიც ზუსტად იმდენი არიან, რამდენიც მოწინააღმდეგეები. როცა შავი ჟურნალისტების მიერ “ჯანგოს” ცოფიანი კრიტიკა დაიწყო, ძალიან მაგრად მეკიდა” – თქვა ტარანტინომ.

ფილმი “ჯანგო განმათავისუფლებელი” (2012) შავკანიან მონაზე ისტორიაა. რეჟისორი რამდენიმე შავკანიანმა კრიტიკოსმა სიტყვა “ნიგერის” ბევრჯერ ხმარებაში დაადანაშაულა და იმაში, რის გამოც, პრინციპში ტარანტინო ამერიკაში მონობას შეეხო.
რეჟისორმა სპაიკ ლიმ ტარანტინოს ამ ნამუშევარს “ჩემი წინაპრებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება” უწოდა.

banner
წინა სტატიაში81 სანტიმეტრის ბრიტანელი მასზე ორჯერ მაღალ მამაკაცს გაყვა ცოლად
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ჰააგის სასამართლოში საქართველო ვერ დაისჯება