თეა წულუკიანი: ჰააგის სასამართლოში საქართველო ვერ დაისჯება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიაის განცხადებით, ჰააგის სასამართლო არ არის სტრასბურგი, შესაბამისად, იქ საქართველო ვერ დაისჯება.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავარი მიზანია, ჰააგის სასამართლოს მიეხმარონ ოკუპანტ სახელმწიფოში ან სხვაგან, რათა იმ ინდივიდებს მიაკვლიონ, ვინც საქართველოში ეთნიკური წმენდა ჩაატარა და ქართველი სამხედროები აწამა.

“ჰააგაში თუ ვინმე დაისჯება, ესენი იქნებიან ინდივიდები, იქ საქართველო ვერ დაისჯება. ინდივიდები შეიძლება იყვნენ ყველა ეროვნების და ყველა ეთნოსის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა და აქვე განმარტა, რომ ეს ეხებათ ომის მსხვერპლ ინდივიდებს.

წულუკიანის ინფორმაციით, ჰააგის პროკურორი ამ ადამიანებს შეხვდება და 30 დღიანი ვადა იმ ოჯახებისთვის მიცემული ვადაა, ვინც ჰააგის პროკურატურამ დაზარალებულად უნდა სცნოს.

“ჩვენ მსხვერპლებს ხელს შევუწყობთ, რომ ამ პროცესში დაცულები იყვნენ და ვადა, რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ჰააგის სასამართლოს პროკურორის ვიზიტის განრიგს, წულუკიანის ინფორმაციით, ის საქართველოს ხვალ ეწვევა, 16 ოქტომბერს კი იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას.

“ამის შემდეგ დაგეგმილია შეხვედრა ომის მსხვერპლებთან. აღნიშნულ შეხვედრაში ვერავინ ჩაერევა, რადგან პროკურორებისა და დაზარალებულების ურთიერთობა, არის მათი ურთიერთობა და ამაში ვერცერთი მთავრობა, ვერ ჩაერევა”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიტარანტინომ რასიზმზე ბრალდებას უპასუხა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: აბრეშუმის გზა უზარმაზარ პოტენციალს აძლევს სახელმწიფოებს