81 სანტიმეტრის ბრიტანელი მასზე ორჯერ მაღალ მამაკაცს გაყვა ცოლად

81 სანტიმეტრის ბრიტანელი მასზე ორჯერ მაღალ მამაკაცს გაყვა ცოლად

81 სანტიმეტრის ბრიტანელი მასზე ორჯერ მაღალ მამაკაცს გაყვა ცოლადბრიტანეთის ქალაქ ხინკლში მცხოვრები, რომლის სიმაღლე 81 სანტიმეტრია, თავის 185 სანტიმეტრიან შეყვარებულს გაყვა ცოლად – წერს “დეილი მეილი”.
ამანდა ფაიფი, რომელსაც ოსტეოგენეზი აქვს და მისი მეუღლე, 2009 წლიდან ცხოვრობენ ერთად. მათ ექვსი წლის საერთო შვილი ყავთ.
“ბევრი ცნობისმოყვარეა ირგვლივ, მაგრამ ჩვენ მათ უბრალოდ იგნორირებას ვუკეთებთ” – განაცხადა ამანდა ფაიფმა. მისი თქმით, სტივთან შეხვედრამდე მუდმივად განიცდიდა იმას, რომ შესაძლებელია ვერ ეპოვა თავისი რჩეული. ახალგაზრდა ქმარმა კი, თავის მხრივ თქვა, რომ პირველივე შეხვედრაზევე იგრძნო თავი კომფორტულად და კმაყოფილია ოჯახური ცხოვრებით.

როცა ამანდა დაიბადა, ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ის ერთ კვირასაც ვერ იცოცხლებდა, თუმცა, მას გენეტიკური დარღვევა აღმოაჩნდა, რომელსაც ხალხში “შუშის ადამიანს” ეძახიან.

banner
წინა სტატიაშიბახრეინში ოპოზიციონერებს 3 000 წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიატარანტინომ რასიზმზე ბრალდებას უპასუხა