სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შპს “ტონი და კომპანიის” დირექტორმა დიმიტრი ფერაძემ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაცვლად 1 181 000 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 22 მარტს ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის “ჟილინის არხის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და ავანსის სახით კომპანიას 1 289 972 ლარი ჩაერიცხა.

ბრალდებულმა, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და არამიზნობრივად გაფლანგა 1 181 000 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიაყენა ქ.ბათუმის მერიას და სადაზღვეო კომპანია „უნისონს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,დოლარზე ფასის გაზრდის მიუხედავად მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა”
შემდეგი სტატიარიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად მიიჩნევს