,,დოლარზე ფასის გაზრდის მიუხედავად მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა”

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ლარის გუშინდელი ოფიციალური კურისის შემდეგ, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი გაიზარდა. დღეს დოლარის ყიდვა 2.17 ლარად არის შესაძლებელი, გუშინ კი ფასი 2.13 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება გაყიდვას, მისი ფასი 2.13-დან 2.15 ლარამდე მერყეობს.
როგორც  სავალუტო ჯიხურებში აცხადებენ არ გაძვირებულა ევრო და ყიდვის ფასი კვლავ 2.39-ს შეადგენს, გაყიდვის კი – 2.37-ს. თუმცა, მათივე თქმით, ძირითადად, ევროს კურსი დოლარის კურსთან ერთად იმატებს და სავარაუდოდ ასე იქნება ახლაც, თუ დოლარმა ზრდა განაგრძო.
ასევე ჯიხურებში აცხადებენ, რომ დოლარის ფასის გაზრდის მიუხედავად, მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
“ხალხი უკმაყოფილოა, თუმცა დოლარზე მოთხოვნა არ შემცირებულა. მათ სესხები აქვთ დოლარებში, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ჭირდებათ და შესაბამისად, ყიდულობენ დოლარს”, – აცხადებენ სავალუტო ჯიხურებში.
რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გუშინ დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 6 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1415 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1078 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0337ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 6 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3657 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.3443 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიბელორუსიაში რუსული არხების გათიშვას ითხოვენ
შემდეგი სტატიასახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს