რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად მიიჩნევს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევას უწოდებს.
განცხადება ამერიკის ელჩმა ქუთაისში, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს, საერთაშორისო ნორმების დარღვევაა”, -განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში  დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის  –  საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 1 181 001.31 ლარის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაალექსეი ნავალნი თავისუფალია