საიდუმლო შეხვედრა რესტორანში-დავით შავლიაშვილი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ (ფოტო)

პროკურატურა შესაძლოა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებით დაინტერესდეს. საუბარია დავით შავლიაშვილის მინისტრობის პერიოდზე, რომლის მიმართაც ბრალდებები მას შემდეგ არ წყდება, რაც უწყების სათავეში ნოდარ ჯავახიშვილი მოვიდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შავლიაშვილი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. დღეს კი ის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც რესტორან სენატში შეხვედრას მართავდა. ამ შეხევდრის მონაწილეები კი შავლიაშვილთან ერთად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი და გზების დეპარტანეტის ყოფილი თავმჯდომარე იოსებ ქადაგიშვილი იყვნენ.

შესაძლოა დავით შავლიაშვილი არასწორად ჩატარებულ ტენდერებსა თუ მისი მინისტრობის დროს სხვა დარღვევების გამო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. ქრონიკა პლიუსის რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ შავლიაშვილი ე.წ. ღარიბაშვილის კლანის წევრების დასახელებას აპირებს.

კილაძის ინფორმაციით ერთ-ერთი საქმე, რომლეზეც დავით შავლიაშვილს საგამოძიებო უწყება ედავება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობას და კომპანია ალტკომისათვის წინასწარ ავანსად გადარიცხულ 43 მილიონ ლარს ეხება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია საუბრობს ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით სამინისტროს ტენდერების უკან ე.წ. კახური დაჯგუფება და მისი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი დგას.

1  gnfgh 2nfgngf

banner
წინა სტატიაშიტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება
შემდეგი სტატიაირინა იმერლიშვილი: პრემიერის გრაფიკს ჩვენ არ ვადგენთ