ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება

ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება

ტყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვებატყიბულის 150 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია “Dongfang Electric”-ი ერთვება.

საქართველოსთვის თბოელექტროსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის გაზრდას, ადგილობრივი ნახშირმომპოვებელი ინდუსტრიის განვითარებას და ელექტრონერგიის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

პროექტი, რომელსაც “საქართველოს ინდუტრიული ჯგუფი” “Dongfang Electric”-ის დაფინანსებით განახორციელებს, ითვალისწინებს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ, წლიური გამომუშავება 1 მილიარდი კვტ.სთ-ს შეადგენს.

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 180-200 მილიონი აშშ დოლარია.

ცნობისთვის, “Dongfang Electric-ი წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია.

კომპანიას ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორია გააჩნია. იგი სპეციალიზდება ენერგოგენერაციის ობიექტებისთვის დანადგარების წარმოებასა და ექსპორტში. მაღალი კლასის თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ხარისხის დონით გამორჩეული კომპანია დიდ როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკაში. იგი ჩინური თერმული ენერგეტიკის ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკის ბაზრის 2/5-ს წილს ფლობს. კომპანია ასევე მოღვაწეობს სხვადასხვა დარგში როგორიცაა: მძიმე მრეწველობა, ელექტრო გადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო კონტროლის მოწყობილობები, მაღალი ძაბვის დიდი სიხშირის კონვერტორები, ქიმიური დანადგარები.

banner
წინა სტატიაში“სჯობს ვიყოთ ხოლმე ყველანი”- დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოზე –
შემდეგი სტატიასაიდუმლო შეხვედრა რესტორანში-დავით შავლიაშვილი შესაძლოა პროკურატურაში დაიბარონ (ფოტო)