რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის “ხელშეკრულება” ძალაში შევიდა

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის “ხელშეკრულება” ძალაში შევიდა. “ბიბისის” ცნობით, მისი რატიფიცირება რუსეთის დუმამ უკვე მოახდინა. რამდენიმე თვის წინ კი აღნიშნული პროცედურა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმაც დაასრულა.
დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ამას გარდა, ე.წ. შეთანხმება საერთო თავდაცვითი სივრცის შექმნას და საბაჟო სამსახურების ინტეგრაციას გულისხმობს. ამას გარდა, “ხელშეკრულების” მიხედვით, რუსეთი ვალდებულია მესამე ქვეყნის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მასზე თავდასხმად მიიჩნიოს და მსგავს შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს.
თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა მოსკოვში 18 მარტს მოაწერეს ხელი. მსგავსი შინაარსის შეთანხმება მოსკოვმა გასული წლის ნოემბერში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთანაც გააფორმა.

banner
წინა სტატიაში,,საუბარი იმაზე, თითქოს კოორდინაცია არ იყო, პოლიტიკური სპეკულაციაა”
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა – ,,ვერედალეულების რევოლუცია,,