,,საუბარი იმაზე, თითქოს კოორდინაცია არ იყო, პოლიტიკური სპეკულაციაა”

ძალიან საპახუსიმგებლო თანამდებობაა, იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიჩნევს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს კოორდინაცია არ იყო, “არის პოლიტიკური სპეკულაციები, რომელსაც გარკვეული ტელევიზია თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო ახორციელებს”, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, თუ არის ცნობილი როგორ მოხდება სტიქიით დაზარალებულთა დახმარება კონკრეტულად და როგორ გადანაწილდება შემოსული თანხა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ცნობილი იქნება უახლოეს მომავალში, ჯერ უნდა მოხდეს შესწავლა.
“ბევრი ადამიანია, რომელსაც სახლი დაენგრა, ბევრია ისეთი ვისი სახლიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, ზოგადად ყველაზე დიდი დაზიანება, დარტყმა მიიღო სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ადამიანებმა; საერთოდ, მე ვფიქრობ, უნდა მოხდეს იმ ტერიტორიის შესწავლა, რამდენად უსაფრთხოა სამომავლოდ იქ ადამიანების ცხოვრება”, – განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები იწყებენ მონიტორინგს იმისას, თუ როგორი იყო კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის სტიქიის ღამეს და დაუშვეს თუ არა შეცდომები, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ყველა სამსახური პირველივე წუთიდან იყო მობილიზებული და ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად.
“მესმის გარკვეული ტელევიზიების, გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ თავიანთი ინტერესების გატარება, მაგრამ მე დღეს ვფიქრობ ძალიან უჭირს ჩვენს დედაქალაქს, ეს ჩვენთვის დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის, დიდი დარტყმა იყო. ყველა სამსახური დაწყებული მერია, შსს, ყველა სამინისტრო ვისაც რა შეეძლო პირველივე წუთიდან იყო მობილიზებული, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ დედაქალაქის მოსახლეობას და დაზარალებულებს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და შევუმსუბუქოთ ის მდგომარეობა, რაშიც ისინი იმყოფებიან, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ არ იყო კოორდინაცია და არასწორად მოქმედებებდა შესაბამისი სამსახური, ვიფქრობ, რომ არის პოლიტიკური სპეკუაციები, რომელსაც გარკვეული ტელევიზია თავისი პოლიტიკური ინტერესების გამო ახორციელებს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა ოდესის ოლქი დატოვა და აშშ-ში ინვესტორებს ეძებს
შემდეგი სტატიარუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის “ხელშეკრულება” ძალაში შევიდა