რუსეთმა დასავლეთისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო

დასავლელი ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ თუ მინსკის შეთანხმება დაირღვევა, ამას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვება. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იტყობინება.
აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის და იტალიის პირველმა პირებმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა გუშინ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ვიდეოკონფერენცია გამართეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია 12 თებერვალს მინსკში მიღწეული შეთანხმების განხორციელება იმისათვის, რომ დონბასში კონფლიქტი დასრულდეს. თუმცა, მათივე თქმით, თუ მოსკოვი აღნიშნული დოკუმენტის პირობებს დაარღვევს, ამას დასავლეთის მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

banner
წინა სტატიაშიარასამტავრობო ორგანიზაციები ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ
შემდეგი სტატია„ახალი ეროვნული მოძრაობა“ 21 მარტის აქცია უერთდება