„ახალი ეროვნული მოძრაობა“ 21 მარტის აქცია უერთდება

„ახალი ეროვნული მოძრაობის“ თავჯდომარე, ზვიად ზუბაშვილი აცხადებს, რომ ისინი უერთდებიან 21 მარტს დაგეგმილ „ნაციონალების აქციას“. „ჩვენ ვუერთდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას და მხარს ვუჭერთ დღეს არსებულ მათ მოსაზრებებს“, – განაცხადა ზვიად ზუბაშვილმა.

მოძრაობის წევრების შეხედულებით, დღევანდელმა მთავრობამ არანაირი დაპირება არ შეასრულა, ქვეყანა უკან წავიდა და სწორედ ამიტომ უერთდებიან აქციას.

ზუბაშვილის თქმით 27 მარტიდან „ახალი ეროვნული მოძრაობა“ დამოუკიდებლად გამართავს აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა დასავლეთისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო
შემდეგი სტატიათბილისში 2 მაღაზია გაქურდეს