არასამტავრობო ორგანიზაციები ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

არასამთავრობო ორგანიზაციები “სამართლის თაობის” ოფისში 7 მარტის აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
“სამართლის თაობის” წარმომადგენელი გირშელ ბართაია აცხადებს, რომ ისინი კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმებას და ზურაბ აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

“ჩვენი პოზიციაა გაუქმდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც გასცდა თავდაპირველ მიზნებს და მიიღო კოლაბორაციონისტული ხასიათი, რაც ბოლო დროს დაფიქსირდა თავად ბატონი ზურაბ აბაშიძის საჯარო განცხადებებშიც. ეს ფორმატი პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მომავალს.ჩვენი მოთხოვნაა, კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაუქმება და ზურაბ აბაშიძის გადადგომა დაკავებული თანამდობიდან”, – აცხადებს “სამართლის თაობის” წევრი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
შემდეგი სტატიარუსეთმა დასავლეთისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო