პეტრე პოროშენკო პუტინის ყირიმში ვიზიტს აფასებს

პოროშენკომ ბორის ნემცოვს თავისუფლების ორდენი მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ყირიმში ვლადიმერ პუტინის ჩასვლა გამოწვევაა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.
„ეს გამოწვევაა მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის და სიტუაციის დაძაბვისკენ მიმართული სცენარის გაგრძელება, რომელსაც რუსი სამხედროები დონბასში ახორციელებენ. ასეთი ვიზიტები ემსახურება უკრაინის ნახევარკუნძულის მილიტარიზაციას და მის სრულ იზოლაციაში მოხვედრას. მხოლოდ უკრაინის შემადგენლობაში აქვს ყირიმს მომავალი, მათ შორის ტურისტულიც“- განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებტამ ნახევარკუნძულის განვითარებაზე და მისი ტურისტული პოტენციალის ზრდაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა (პირველი ფოტოები)
შემდეგი სტატია,,შვილო რა თქმა უნდა თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს” -შალვა ნათელაშვილი ბერას მიმართავს