,,შვილო რა თქმა უნდა თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს” -შალვა ნათელაშვილი ბერას მიმართავს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელით ყოფილი პრემიერის ვაჟს, რეპერ ბერა ივანიშვილს მიმართავს. სოციალურ ქსელზე გავრცელებულ ,,პოსტს” ,,თაიმერი”უცვლელად გთავაზობთ:

,,შვილო რა თქმა უნდა თბილისი თქვენთვის ყველაფერს სჯობს, აბა სხვა რომელ დედაქალაქშია ისეთი ალალი, მიმნდობი და უეშმაკო ხალხი, რომელმაც შეიძლება დაიჯეროს შენი მამიკოს ან ნებისმიერი მილიარდელის დაპირებები უფასო ფულის, უპროცენტო კრედიტების, განახევრებული ტარიფების, მაღალი პენსია-ხელფასების, მასობრივი სამუშაო ადგილების და მილიარდელის მიერ საკუთარი ფულის თუ სიცოცხლის გაწირვაზე ხალხისათვის შექმნილი ამგვარი ბაიათები რომელთა მოსმენაზე ალბათ საიათნოვას ინფარქტი დაემართებოდა, ნიაზ დიასამიძე ქალაქიდან გაიქცეოდა ხოლო ფიროსმანი თავის შემოქმედებაში ყველაზე ცუდ ტილოს დაწერდა. სხვა რომელ დედაქალაქში დაუკრავდნენ ტაშს მამაშენთან ერთად შესრულებულ არც თუ თბილისის მაღალი გემოვნებისათვის შესრულებულ რეპს, სხვა რომელი დედაქალაქი აპატიებდა თავის მილიარდელ ბინადარს ქალაქის ცენტრში პანორამის სახელწოდებით ისტორიის განადგურებას, ბოტანიკური ბაღისა და ნარიყალის მსგავსი განძის წაბილწვას, იპოდრომის მითვისებას, ლაგუნა ვერეს მიტაცებას და კაციჭამია ვეფხვთსაშენად გადაქცევას. კარგია რომ მამაშენისგან განსხვავებით , რომელიც ახლა წიგნს წერს ადამიანობაზე, შენ მაინც გქონია მადლიერების გრძნობა. ისე დედაქალაქზე კომპლიმენტი არჩევნების მოახლოებამდე შეიძლებოდა გეთქვა”-წერს შალვა ნათელაშვილი. 

შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა სადაც წერდა რომ თბილისს არცერთი ქალაქი არ სჯობს.

banner
წინა სტატიაშიპეტრე პოროშენკო პუტინის ყირიმში ვიზიტს აფასებს
შემდეგი სტატიასამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 91%-იანი წილის მფლობელები განცხადებას ავრცელებენ