ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა (პირველი ფოტოები)

პუტინის ყირიმის ვიზიტის გამო კიევმა მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩავიდა. პუტინმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ნახევარკუნძულზე არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. პუტინის თქმით რუსეთში არსებული ეკონომიკური სიტუაციის და ვალუტის კურსის ცვლილების გამო, რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასვენება გაუძვირდათ, თუმცა ამან სტიმული მიცა შიდას ტურიზმის განვითარებას. პუტინის აზრით ყირიმში, ისევე როგორც მთლიან რუსეთში არქეოლოგიური და მართმადიდებლური ტურიზმი უნდა განვითარდეს. პუტინმა ყირიმის ხელმძღვანელ პირებს ამის ფედერალურ დონეზე განხილვის პირობა მისცა. პუტინმა ასევე ისაუბრა იმ შეღავათების შესახებაც რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულზე ინვესტიციის ჩამდებ ბიზნესმენებს ექნებათ. ინვესტიციების მოზიდვის წახალისებითვის პუტინმა ვიზების გამარტივებაც არ გამორიცხა.
რუსეთის ლიდერის ყირიმში ვიზიტს ოფიციალური კიევი უკვე გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასა.

PUTINI YIRIMSHI PUTINI YIRIMSHI PUTINI YIRIMSHI CMnjcGPW8AEfHMB PUTINI YIRIMSHI

banner
წინა სტატიაშიროგორ გამოიყურება რეკლამა თუ მასში ჩვეულებრივი ქალი მონაწილეობს?! (+9 ფოტო)
შემდეგი სტატიაპეტრე პოროშენკო პუტინის ყირიმში ვიზიტს აფასებს