პენტაგონი ეჭვობს, რომ ფოსტა რუსმა ჰაკერებმა გატეხეს

პენტაგონი ეჭვობს, რომ რუსმა ჰაკერებმა გატეხეს და შეაღწიეს აშშ-ს თავდაცვის სისტემაში. ამის შესახებ სააგენტო «რეიტერს» განუცხადა უწყების ორმა ჩინოვნიკმა, რომლებმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს. პენტაგონის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რუს ჰაკეტებს «მთავარი ეჭვმიტანილები» უწოდა, მაგრამ თქვა, რომ ბრალის საბოლოო დადგენამდე საჭიროა დრო, რომ გამოძიებამ მუშაობა დაასრულოს.
სააგენტოს მეორე რესპოდენტმა განაცხადა, რომ «ეს მიზანმიმართული შეტევა იყო, რომელიც ყველა პარამეტრით რუსეთზე მიუთითებს».
კიბერშეტევა 25 ივლისს მოხდა. ამერიკული მედიის პენტაგონის წყაროების ცნობით, ელექტრონული ფოსტის გატეხვის შემდეგ საიდუმლო მასალები არ დაზიანებულა. შეტევის აღმოჩენისას მთელი სისტება გათიშეს, რომ ჰაკერებს შეღწევა ვერ შეძლებოდათ.
ბოროტმოქმედების შეტევისგან მეტაურთა შტაბის გაერთიანებული კომიტეტის თანამშრომლების დაახლოებით 4 ათასი სამხედრო და სამოქალაქო მიმოწერა განადგურდა.

banner
წინა სტატიაში300 ათასი ადამიანი რუსეთში საკვები პროდუქტების განადგურების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია