რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია

რადიო

საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოაგდოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

ასევე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

რუსთავი 2-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა – არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

შეგახსენებთ არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო – 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონი ეჭვობს, რომ ფოსტა რუსმა ჰაკერებმა გატეხეს
შემდეგი სტატიაბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 ნეშტი სამების ტაძარში გადაასვენეს