300 ათასი ადამიანი რუსეთში საკვები პროდუქტების განადგურების წინააღმდეგ

დღეს დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა მოაწერა პეტიციას ხელი საიტზე Change.org, რომლითაც ითხოვენ გაუქმდეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმიტ პუტინის ბრძანებულება სანქცირებული პროდუქტების განადგურების შესახებ. ინიციატივის ავტორები მოითხოვენ საჭმელი განსაკუთრებულ ჯგუფებს – ვეტერანებს, პენსიონერებს, შშმ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგდეთ.
სანქცირებული პროდუქტების განადგურება გუშინ დაიწყო. რუსეთის პრიდუქტის უვნებლობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით დღეისთვის დაახლოებით 320 ტონა საკვები პროდუქტია განადგურებული. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი პეტიციას ყურადღებას მიაქცევს. მისი თქმით, თავდაპირველად გასარკვევი იქნება, რამდენად სწორია გაკეთებული ხელმოწერები.

banner
წინა სტატიაშიჯოლის და პიტის მონაწილეობით «ლაჟვარდოვანი სანაპიროს» ტრეილერი გამოვიდა
შემდეგი სტატიაპენტაგონი ეჭვობს, რომ ფოსტა რუსმა ჰაკერებმა გატეხეს