ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ვაზიანში, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება.
კაპანაძის თქმით, თავდაცვის სამინისტროში გამოყოფილია ოფისი, ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.
“საწვრთნელი ცენტრის მიმართულებით ნატო-სთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მე ვერ ვხედავ რაიმე ხელისშემშლელ პირობას, რომ რაც შეიძლება ჩქარა არ დავიწყოთ აღნიშნულის განხორციელება. უკვე გამოყოფილია ოფისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სადაც დაჯდება ის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით. შერჩეულია პიროვნებები, რომლებიც საბოლოო ფორმას მისცემენ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. თავისთავად შერჩეულია ადგილი და ჩვენ არამარტო მივყვებით გეგმას, არამედ ვაჭარბებთ კიდეც მას”, – განაცხადა კაპანაძემ.
გენერალური შტაბის უფროსი დარწმუნებულია, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, რომელის გახსნის გადაწყვეტილება უელსის სამიტზე მიიღეს, “ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იქნება საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობაში”.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – გინდ რესტორანში იყო, გინდ ქუჩაში, ყველგან ამომრჩეველია და მარტივად შეგიძლია თქვა, რომ ამომრჩეველს ხვდები
შემდეგი სტატიაანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს