ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს.
როგორც “თაიმერს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამთავრობო კომისიამ კვალიფიციურად ცნო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და “ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და Power China კონსორციუმის” განაცხადები.
“სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორივე კანდიდატს უპირატესი განმცხადებლის სტატუსი მიენიჭა. მომდევნო ეტაპზე უპირატეს განმცხადებლებთან მოლაპარაკებები წარიმართება. საბოლოო წინადადებების წარდგენის შემდეგ კი, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ”, – აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშინატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება
შემდეგი სტატიააკაკი მინაშვილი: ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში კორუფცია წახალისებულია