დავით უსუფაშვილი – გინდ რესტორანში იყო, გინდ ქუჩაში, ყველგან ამომრჩეველია და მარტივად შეგიძლია თქვა, რომ ამომრჩეველს ხვდები

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დეპუტატისთვის საკანონმდებლო საქმიანობისგან თავის გათავისუფლება რთული არ არის.
როგორც უსუფაშვილი აცხადებს, ვინც პარლამენტის საკომიტეტო მუშაობას თვალს ადევნებს, დაადასტურებს, რომ საკანონმდებლო პროცესში კომიტეტის მხოლოდ რამდენიმე წევრია ჩართული.
“ერთი მხრივ პარლამენტის წევრი არის პოლიტიკოსი, რომელიც პასუხს აგებს ამომრჩეველთან და ასე შემდეგ – თავისუფალი პროფესიაა ამ გაგებით. ნებისმიერ პარლამენტის წევრს თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმიტომ არ არის, რომ ამომრჩეველთან შეხვედრაზეა. გინდ რესტორანში იყო და გინდ ქუჩაში დადიოდე – ყველგან ამომრჩეველია და მარტივად შეგიძლია თქვა, რომ ამომრჩეველთან ხარ შეხვედრაზე. საკანონმდებლო საქმიანობისაგან თავის გათავისუფლება არ არის რთული საქმე. ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს. ვინც საკომიტეტო მუშაობას თვალს ადევნებს, დამეთანხმება, რომ ძალიან ხშირად საკანონმდებლო პროცესში კომიტეტის მხოლოდ რამდენიმე წევრია ბოლომდე ჩართული”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე, რომლის მონაწილეებიც საკანონმდებლი მუშაობას აფასებენ.
მისივე თქმით, ანალოგიური რამ ევროპის ქვეყნების პარლამენტებშიც ხდება, როდესაც პარტიებისა და ფრაქციების შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული სფერო აქვს მინდობილი, თუმცა უსუფაშვილის განცხადებით, იშვიათად გაგიჩნდება განცდა იმისა, რომ რომელიმე დეპუტატი – აგრარული კომიტეტის თუ განათლების კომიტეტის წევრი, მის სფეროში დეტალურად და საფუძვლიანად არ ფლობდეს სიტუაციას.
“აუცილებელი არ არის ყოველისთვის კომიტეტის სხდომაზე იყო ან პარლამენტის სხდომას ესწრებოდე, მაგრამ რას ვიღებთ, რატომ ვიღებთ და რა პრობლემებია ამ სფეროში, პარლამენტის წევრთა ჩახედულობა, განსწავლულობა მაღალი უნდა იყოს”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
დავით უსუფაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ პარლამენტი მხოლოდ იურისტების ადგილია. მისი თქმით, რაც უფრო მრავალფეროვანია პარლამენტის წევრთა პროფესიული და სამსახურეობრივი გამოცილება, ეს პარლამენტს ამდიდრებს, მაგრამ “იმ პირობით, რომ თუ აქ ხარ, ამ პროფესიის წესებს უნდა დავემორჩილოთ”.
პარლამენტში სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საკანონმდებლო პროცესის შეფასება ხდება. აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილია ODIHR-ის მიერ მომზადებული ანგარიში.

banner
წინა სტატიაშიგარემოვაჭრეებმა თელავში გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიანატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გაიხსნება