კადიროვმა თავის ძვირადღირებულ საათზე ილაპარაკა

კადიროვი: ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიებით არ ვითარდება

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსულ მედიაში ჩინოვნიკების ძვირადღირებულ საათზე კომენტარი გააკეთა და საკუთარი საათის წარმომავლობის შესახებ ილაპარაკა.

«ახალგაზრდობიდან საათებს, ცივი იარაღებს და სხვა ნივთებს ვაგროვებ, რომელიც ცნობილ ადამიანებს ეკუთვნოდათ « – დაწერა კადიროვმა «ვკონტაქტეში». მან თქვა, რომ საათებს უახლესი მეგობრებისგან იღებს საჩუქრად. მეგობრები კი მას მთელს მსოფლიოში ათობით ყავს, რომელბიც «არც თუ ისე ღარიბები არიან ამ პლანეტაზე» – ამბობს კადიროვი.

“ადამიანებისგან, რომლებიც ჩემს დაქვემდებარებაში არიან, ან რაიმე სახით დაკავშირებული არიან სამსახურეობრივად, მე არასდროს ამიღია და არც ავიღებ ფასიან საჩქრებს ” – წერს კადიროვი და მკითხველს ახსენებს, რომ არასდროს დაუმალია პიჯაკის სახელურით საათი და არც არასდროს დაუმალია საათი ჯიბეში: «თუკი მაქვს, მას ვაჩვენებ, ეს მიხარია, იმიტომ, რომ ერთი ადამიანიც კი ვერ იტყვის იმას, რომ ისინი არაკანონიერად მაქვს შეძენილი» – თქვა მან. ის ამბობს. რომ მედიაში მისი არც თუ ისე ძვირფასი საათი გამოაქვეყნეს. მისთვის ყველაზე ძვირფასი ის საათებია, რომელიც მას დედამ და მამას აჩუქეს. როგორც რუსეულ მედიაში გამოქვეყნდა, ჩეჩნეთის მეთაური შვეიცარიულ GreubelForsey Tourbillon 24 Secondes Contemporain-ს ატარებს, რომელიც 280 ათასი დოლარი ღირს. გამოცემების თქმით, საათების ეს მოდელი 33 ცალი გამოვიდა და მათი პოპულარობის პიკი 2010 წელს იყო.

banner
წინა სტატიაშიფიფამ საკუთარ სტრუქტურაში კორუფციის შიდა გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიარუსი სამხედროების მიერ აფხაზეთის რკინიგზის გასუფთავების დაწყება რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებაა