ფიფამ საკუთარ სტრუქტურაში კორუფციის შიდა გამოძიება დაიწყო

ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ კორუფციის შიდა გამოძიება დაიწყო, რომელსაც ამერიკული დამოუკიდებელი იურიდიული ფირმა Quinn Emanuel Urquhart & Sullivan ჩაატარებს – ამის შესახებ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია როიტერმა.
როგორც სააგენტო იტყობინება, ფიფას წევრებს ინფორმაცია დახურულ კარს მიღმა მიაწოდეს. გამოძიება შვეიცარიასა და აშშ-ში მიმდინარე გამოძიების პარალელურად ჩატარდება. შედეგები გაეცნობა ორივე ქვეყანას.

27 მაისს შვეიცარიის პოლიციამ ციურიხში ფიფას ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები კორუფციის ბრალდებით დააკავა. დაკავებულები დაკითხვაზე აშშ-ში გადაიყვანეს. ბრალი 14 ადამიანს წაეყენა, მათ შორის 9 ფიფას მოქმედი მაღალჩინოსანია და 5 – ყოფილი. აშშ-ს პროკურატურა მათ 150 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიბირმაში წყალდიდობას 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკადიროვმა თავის ძვირადღირებულ საათზე ილაპარაკა