ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა

მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ჯვარის აღმართვის პროცესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრო.

როგორც საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, ტაძრის დასრულება 2017 წლისთვის იგეგმება.

“ეს ის ტაძარია, რომელსაც მთელი საქართველო აშენებს. ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა და ალბათ, არც მოხდება. აქ მთელი ღამე არ შეწყვეტილეა წირვა-ლოცვა და ხალხის ნაკადი. ჩვენი მიზანია 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდეს ტაძრის მშენებლობა, რადგან აღსაყდრების 40 წელი ამით გვინდა მივულოცოთ ჩვენს უწმინდესს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ

ჯვარი, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათზე დღეს აღიმართა პატრიაქმა 20 სექტემბერს აკურთხა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე დიდი წითელი “ტრუსი” დაკიდეს+ვიდეო
შემდეგი სტატიაკანადა ლტოლვილების მიღების პროცესს დააჩქარებს