ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა? – ხაბეიშვილი მდინარაძეს

„ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა? მთელი ამ დროის განმავლობაში, ტყუილის ტირაჟირება, რომ თითქოს რაიმე არის გაუმჭვირვალე – აქვს თუ არა სახელმწიფოს რაიმე ინსტრუმენტი და თუ აქვს, მაშინ ეს კანონი რა საჭიროა?“- ამ კითხვით მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მამუკა მდინარაძეს

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით – „მიზანი ამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა მე გეკითხებით და უპასუხეთ მოქალაქეებს – არსებობს თუ არა და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა, ინსტრუმენტები იმის, რომ ყველა გადარიცხვა იყოს გამჭვირვალე? ეს არსებობს და დაადასტურეთ. შეუძლია თუ არა ფინანსთა სამინისტროს უზრუნველყოს ყველა ტრანზაქციის ნახვა საჭიროების შემთხვევაში? აბსოლუტურად ყველა გადარიცხვის.

მიზანთან დაკავშირებით ასევე – როდესაც ამბობთ, რომ პრობლემაა გაურკვეველი ფინანსები, ამას ამბობთ სიტყვიერად, როდესაც მიზნებიდან ამოდიხართ, თურმე ვიღაც ამ ფულს სხვა მიზნებისთვის იყენებს – არსებობს თუ არა ერთი ფაქტი მაინც, მოიყვანეთ ერთი მაგალითი , შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს , ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო უწყებებს – არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, რომ რაიმე გადარიცხვა იყო არასწორი, რომ რაიმე იყო კორუფციული, ან იყო ისეთი შემთხვევა, იყო ისეთი თანხა , რომელიც მოხმარდა სახელმწიფოსთვის საშიშ რაიმე მოქმედებას – არსებობს თუ არა ასეთი ერთი ფაქტი, დაასახელეთ.

ასევე, როდესაც საუბრობთ მიზნებთან დაკავშირებით, გეცოდინებათ უნგრეთის მაგალითი, შემდეგ ევროპულმა სასამართლომ ეს კანონი გააუქმა , ამიტომ თავიდან რაც დავსვი შეკითხვა, მივდივარ ისევ იქ,
პირველი – მთელი ამ დროის განმავლობაში, ტყუილის ტირაჟირება, რომ თითქოს რაიმე არის გაუმჭვირვალე, გაქვთ თუ არა რაიმე ინსტრუმენტი, სახელმწიფოს სადმე არ აქვს და თუ აქვს, მაშინ ეს კანონი რა საჭიროა? უნდა უპასუხოთ ხალხს
მეორე – თუ დანაშაული დადგა, ერთი მოიყვანეთ ფაქტად.
და მესამე – მიზნებზე როდესაც საუბრობთ, თქვენი მიზანი, გაცხადებული, არის თუ არა ამ კანონით ევროკავშირზე უარის თქმა?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშევიდეს კანონში შესწორება და პირდაპირ იქნეს ჩაწერილი რუსეთი, როგორც ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც აღნიშნულ კანონს იღებენ – ჩარკვიანი
შემდეგი სტატიაიურიდიულ კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაია გააძევეს